ანონსები
ბატონი გელა ჩარკვიანი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა. მისი ბიოგრაფია განსხვავებული და უაღრესად მრავალფეროვანია. ჩარკვიანის აზრით მნიშვნელოვანი გავლენა მისი მსოფლხმედველობის ჩამოყალიბებაზე აშშ-ში გატარებულმა წლებმა იქონია, 70-იანი წლების პერიოდმა, როდესაც ახალგაზრდულმა რევოლუციამ პიკს მიაღწია.
მისი კარიერა ტელევიზიით იწყება. მოგვიანებით იყო მოგზაურობა ალტანტაში ქართველ მსახიობებთან ერთად, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის „თბილისობა“ მოეწყო.
90-იან წლებში ჩარკვიანი იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, მოგვიანებით კი საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
გარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობისა, აღსანიშნავია მისი გატაცება მუსიკით. 2001 წელს გამოიცა მისი საფორტეპიანო მინიატურების ალბომი, ასევე გამოიცა მის მიერ თანამედროვე ქართულ ენაზე ნათარგმნი „მეფე ლირი“.
ხუთშაბათს, 7 მაისს, გელა ჩარკვიანი გესაუბრებათ საკუთარ ბიოგრაფიასა და საქართველოს უახლოეს ისტორიაზე.
საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, V სართული;
519-ე აუდიტორია, 14:30 სთ.